კომპანია “დენტსტალი“

001

კომპანია “დენტსტალი“ და კომპანია “3M ESPE” ატარებს ერთდღიან სემინარს „STYLE ITALIANO”-ს კონცეპციით. ამ მიმართულების ფუძემდებლები არიან – ვალტერ დევოტო (Walter Devoto) და ანჟელო პინინიანი (Angelo Putignano). ჯგუფი აერთიანებს ცნობილ კლინიცისტებსა და  მკვლევარებს, რომლებიც ესთეთიურ და რესტავრაციულ სტონატოლოგიაში მოღვაწეობენ.

„STYLE ITALIANO”-ს კომპოზიციურ საბჟენ მასალებთან მუშაობის ტექნიკა საშუალებას აძლევს დამწყებ ექიმებსა და გამოცდილ სპეციალისტებს მიიღონ სასურველი კლინიკური შედეგი ყოველდღიურ პრაქტიკაში.
„STYLE ITALIANO” – ახალი მიმართულებაა სტომატოლოგიაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: http://www.stayleitalioano.org/

უნიკალური შანსი ყველა სტომატოლოგს. მსოფლიო მნიშვნელობის მქონე პროფესორი „STYLE ITALIANO”-ს კლუბის აქტიური გუნდის წევრი, მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი, მონალდო სარაჩინელი საქართველოში.

თქვენ გექნებათ საშუალება 17 სექტემბერს (2015 წ.) მთელი დღის განმავლობაში 09.00:17.00-მდე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტ“-ში (თავისუფლების მოედანი 4) დაესწროთ ერთდღიან ლექციას.

ეზიარეთ „STYLE ITALIANO”-ს. გაიღრმავეთ ცოდნა უახლესი მეთოდებით, სტილით და ტექნოლოგიებით რესტავრაციაზე.

დღის განრიგი:

  • 09.00-09.30 – მონაწილეთა რეგისტრაცია;
  • 09.30-09.40 – ლექციის გახსნა (3M Elbrus Jafarov);
  • 09.40-11.10 – პირველი სესია;
  • 11.10-11.25 – შესვენება (Coffee Break);
  • 11.25-13.00 – მეორე სესია;
  • 13.00-14.00 – შესვენება (Lunch);
  • 14.00-15.30 -მესამე სესია;
  • 15.30-15.45 – შესვენება (Coffee Break);
  • 15.45-17.30 – დემონსტრაცია ფანტომზე.

1 და 2 სესია – საჭრელი და საღეჭი კბილების პირდაპირი რესტავრაციის თეორიული ნაწილი:

  • ფერი და მისი ოპტიკური მახასიათებლები;
  • ფერის განსაზღვრის მეთოდები (პოლარიზაციული ნათურები, ფერთა შკალა);
  • კბილთა იზოლაციის კლინიკური თავისებურებანი;
  • პრეპარირება;
  • ადჰეზია;
  • ბჟენის ადაპტაციის სხვადასხვა ტექნიკის დახასიათება;
  • ფინირება, პოლირება;
  • თეორია, ტექნიკური ნაწილი და კლინიკური შემთხვევები კლასი: I, II, III, IV, V;
  • საიზოლაციო მატრიცებისა და დამჭერების გამოყენების ტექნიკური თავისებურებები.

მე-3 სესია – საჭრელი და საღეჭი კბილების არაპირდაპირი რესტავრაციის თეორიული ნაწილი:

  • მკურნალობის გეგმა საჭრელი კბილების რესტავრაციისთვის (პირდაპირი თუ არაპირდაპირი რესტავრაცია);
  • ოპერაციული მიდგომა და კლინიკური შემთხვევები;
  • სარესტავრაციო მასალის არჩევა: კომპოზიტი თუ კერამიკა;
  • ჩვენებები;
  • დენტინის იზოლაცია და არაპირდაპირი რესტავრაციისთვის ტაკვის შექმნა ერთმომენტად;
  • საღეჭი კბილების პრეპარირება არაპირდაპირი რესტავრაციისთვის;
  • ანაბეჭდი უკანა კბილებისთვის: კოვზისა და ტექნიკის შერჩვეა;
  • დროებითი რესტავრაციები;
  • ადჰეზიური ფიქსაცია და რესტავრაციის საბოლოო დამუშავება.

მე-4 სესია – დემონსტრაცია ფანტომზე:

  • სილიკონის გასაღების (საგიტალური, პალატინური) დამზადება ზედა ყბის მოდელზე და მისი დამუშავება;
  • რაბერდამის მოთავსება ზედა ყბის მოდელზე;
  • პეპარირების ტექნიკა;
  • რესტავრაცია სექციური მატრიცებისა და სილიკონის გასაღების გამოყენებით;
  • შრეები სისქის მართვა (საგიტალური მატრიცა, მისურა და ა. შ.)
  • ფინირებისა და პოლირების ტექნიკური თავისებურებანი (Tips and Trics).

ავტობიოგრაფია:

005დრ. მონალდო სარაჩინელი
დაბადების თარიღი: 15.02.1958 წ.
წევრობა:
AIC (Accademia Italiana di Conservativa) – აქტიური წევრი;
IAED (იტალიის ესთეტიკური სტომატოლოგიის აკადემია) აქტიური წევრი;
„STYLE ITALIANO” სასწავლო კლუბის აქტიური წევრი.

  • კერძო პრაქტიკა GROSSETO;
  • ლექტორი ენდოდონტიისა და აღდგენითი სტომატოლოგიის მაგისტრი, სენის უნივერსიტეტი, იტალია;
  • ლექტორი Faculté d’Odontologie de L’Université de la Mediterranée Marseille; საფრანგეთი;
  • ლექტორი, სტომატოლოგიის სტუდენტების კონფერენცია, ფაროსის უნივერსიტეტი, ალექსანდრია, ეგვიპტე;
  • საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში რამდენიმე პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი;
  • ლექტორი ეროვნული და საერთაშორისო კონგრესი.

ადგილები შეზღუდულია!

რეგისტრაციისათვის დაუკავშირდით კომპანია “დენტსტალ“-ს.
მის.: დ. აღმაშენებლის გამზ. N 117
ტელ.:  2 96 66 95; 2 94 18 08; 2 43 24 67.

შეგვიფასეთ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>